რეზონანსი
27.10.2023

ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ.

ინფორმაციას „მეცხრე არხი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. მეორე დაშავებული კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

"მეცხრე არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×