რეზონანსი
06.11.2023

რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და საფრთხეები რუსეთის მხრიდან ისედაც მაღალია საქართველოსთან მიმართებით, შესაბამისად, ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ სტატუსთან დაკავშირებით ჩაიდოს რაიმე დამატებითი პირობები, რომლებიც ამ საფრთხეების გაზრდას, ესკალაციას და მის პროვოცირებას შეიძლება, ახდენდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, წარმოუდგენელია, რომ ევროკავშირმა შეიძლება, ისეთი პირობები დაუწესოს საქართველოს, რომელიც რუსეთთან ისედაც არსებულ მაღალ საფრთხეებს გაზრდის და საქართველოს შეუქმნის დამატებით გამოწვევებს.

„საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციების პაკეტს და სრულ თანხვედრაშია დასავლეთთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკასთან. საუბარია დამატებით ორმხრივ სანქციებზე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ძალიან დიდი სურვილი იყო აქ ვითარების ესკალაციისთვის. მაშინ როდესაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს და რუსეთიდან საფრთხის დონე საქართველოს მიმართ არის მაღალი, ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ ევროკავშირმა, კანდიდატის სტატუსთან ერთად, დააწესოს ისეთი პირობები, რომლებიც ამ საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის, მის ესკალაციას და პროვოცირებას მოახდენს. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვდგავართ ჩვენი ეროვნული ინტერესების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე, პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს ვიღებდით და მივიღებთ მომავალშიც და პასუხისმგებლიანები ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაშიც", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×