რეზონანსი
07.11.2023

NATO-ს მოკავშირეები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების დატოვების შესახებ. ამის შესახებ ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული.

მოკავშირეები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება დატოვოს და მის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მიზნებს. რუსეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ ქმედებების სერიაში, რომელიც სისტემატურად ძირს უთხრის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალიანსის მტკიცებით, რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებულ წესებს. ალიანსში აცხადებენ, რომ მოკავშირეები ადასტურებენ მუდმივ ვალდებულებას, შეამცირონ სამხედრო რისკი და თავიდან აიცილონ არასწორი აღქმა და კონფლიქტები.

რუსეთი აგრძელებს იარაღის კონტროლის უგულებელყოფის დემონსტრირებას და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებულ წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი აღიარებს ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ქვაკუთხედის როლს, არამდგრადი იქნება სიტუაცია, როდესაც მოკავშირე სახელმწიფოები იცავენ ხელშეკრულებას, ხოლო რუსეთი - არა. აქედან გამომდინარე, მოკავშირე სახელმწიფოების მონაწილე სახელმწიფოები აპირებენ შეაჩერონ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მათი უფლებების შესაბამისად. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც სრულად უჭერს მხარს ნატოს ყველა მოკავშირე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთმა დღეს დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცედურა. მანამდე, შესაბამის კანონს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×