რეზონანსი
08.11.2023

ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო - რუსი ოკუპანტები, რომლებმაც 3 დღის წინ თამაზ გინტური მოკლეს, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მოკლულის ოჯახი ავრცელებს.

თუმცა, ოკუპანტების სახელი და გვარები გამოძიებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვალერი თელია პასუხობს კითხვას, ნაცნობია თუ არა მათთვის სავარაუდო მკვლელების, ვასილ დემიდოვისა და ნიკოლაი იშენკოს სახელები და გვარები, რაზეც მან თქვა - "მე არაფერს არ მეუბნება ეს სახელები და გვარები."

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.

მთავარი არხი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×