რეზონანსი
08.11.2023

როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირი აღიქვამს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია, მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი დიდი აღიარებაა პროგრესის, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია.

„მოგესალმებით. ქალბატონო პრეზიდენტო, სტუმრებო, ჩემო კოლეგა ევროკავშირის ელჩებო, თბილისის მოქალაქეებო და მთელი საქართველოს მოქალაქეებო ნამდვილად ისტორიული დღეა. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მე მინდა გულწრფელად მოგილოცოთ და მივულოცო ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში. მინდა მივულოცო საქართველოს პრეზიდენტს მისი ძალისხმევისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მინდა მოგილოცოთ ყველას, თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს. თქვენ თანმიმდევრულად უჭერდით მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის დიდი აღიარება ევროკავშირის მხრიდან იმ პროგრესისა, რომელსაც მიაღწიეთ ბოლო წლებში და იმ მხარდაჭერისა საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ინტეგრაციისა.

დღეს პოზიტიურ რეკომენდაციებს შორის ხაზგასმული იყო, რომ ევროკავშირი აღიქვამს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს სამეზობლოში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებაში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

გარდა ამისა ევროკავშირის ელჩმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლის დროს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე და ოკუპაციის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დღეს, როცა ყველანი ერთად განვიცდით საქართველოს მოქალაქის მკვლელობას რუსეთის ოკუპანტების მიერ, მე მინდა ვუსურვო ქართველ ხალხს და ასევე ევროკავშირს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ტრაგიკული დაყოფის დასრულებას", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×