რეზონანსი
11.11.2023

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის მომზადება და თავდაცვის ძალების მხარდაჭერა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მხოლოდ მდგრადი და რეგულარული მხარდაჭერით დარჩება უკრაინა სუვერენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სტატიის კომენტირებისას, რომელშიც ის წერდა, რომ ომი ჩიხში შევიდა, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ყოველთვის ცხადი იყო, სიტუაცია რთული იქნებოდა.

„ომები თავისი ბუნებით არაპროგნოზირებადია. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ის, რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან... ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი თვეების განმავლობაში ამზადებდა თავდაცვით ხაზებს ნაღმებით, სატანკო თხრილებით, თავდაცვითი პოზიციების დიდი რაოდენობით. უკრაინულმა ჯარებმა შეძლეს წარმატების მიღწევა და მეტი ტერიტორიის გათავისუფლება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×