რეზონანსი
11.11.2023

ღაზის სექტორში, საშუალოდ, ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი იღუპება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ღაზაში არავინ და არსადაა უსაფრთხოდ", - თქვა მან.

ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ღაზის 36 საავადმყოფოდან - ნახევარი და პირველადი სამედიცინო ცენტრების სამი-მესამედი არ ფუნქციონირებს, ხოლო ისინი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, პაციენტების ნაკადს ვერ აუდიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ისრაელზე „ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჯანდაცვის ობიექტებზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, „ჰამასს" საავადმყოფოების ქვეშ გვირაბების ქსელი აქვს მოწყობილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი" მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

გაერო-ში ისრაელის ელჩმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ისრაელმა სამუშაო ჯგუფი შექმნა ღაზის სამხრეთ ნაწილში საველე საავადმყოფოების მოსაწყობად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×