რეზონანსი
11.11.2023

ისრაელმა ღაზაში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს, დე ფაქტო, მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან. ბავშვები, ქალები, მოხუცები იბომბებიან და იხოცებიან. ამის არანაირი საფუძველი და გამართლება არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, რომ ეს შეწყვიტოს", - განაცხადა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს „ჰამასის" ტერორისტულ ქმედებებს და იმის მიუხედავად, რომ აღიარებს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, იგი ისრაელს მოუწოდებს რომ ღაზაში დაბომბვები შეწყვიტოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, უარი თქვა პასუხი გაეცა კითხვაზე, არღვევს თუ არა ღაზაში ისრაელი საერთაშორისო სამართალს.

„მე არ ვარ მოსამართლე. მე სახელმწიფოს მეთაური ვარ", - აღნიშნა მაკრონმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×