რეზონანსი
11.11.2023

ჩვენ ველით, რომ საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თავიდანვე უნდა მიეღო სტატუსი, თუმცა ეს შეცდომა გამოსწორებულია.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, პირველივე დღეებიდან ცდილობდა ამ პროცესის საბოტაჟს. ბევრი მათგანი დადიოდა და ამბობდა, არჩევნებამდე სტატუსის მინიწება არ შეიძლება, რადგან ეს ხელისუფლებას დიდ უპირატესობას მისცემდა.

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ არსებობს უზენაესი მიზნები, რომელიც შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დგას და ვინც ამაზე მაღლა დადგომას ვერ მოახერხებს, ჩემი აზრით ის ქართული პოლიტიკიდან ჩამოიწერება", - განაცხადა დავითულიანმა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×