რეზონანსი
11.11.2023

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობაზე საუბრობს „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინფორმირებულობაა სწორედ დეზინფორმაციის მტერი.

„სამართლიანობაა ყველაზე მთავარი. როდესაც ჩვენ ვიღებდით ამ კანონპროექტს და მეორე ალტერნატიულსაც, რომელიც ერთი ერთში გადმოვთარგმნეთ ამერიკიდან, რუსული დაარქვეს, საზოგადოება მაშინ მიხვდა, რომ დიდ უსამართლობას ჰქონდა ადგილი. დღეს, როდესაც საუბარია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობაზე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა. საზოგადოებამ კარგად იცის და კანონპროექტმა კარგად იმუშავა, მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება - რომ ამბობდნენ, რა საჭიროა კანონიო, როდესაც ისედაც გამჭვირვალეა NGO-ები. აბა სადაა გამჭვირვალე? დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ გამჭვირვალე არ არის მათი საქმიანობა, ინტერვიუებსაც კი არ აძლევენ ჟურნალისტებს NGO-ს ხელმძღვანელები. რომელ გამჭვირვალეობაზეა საუბარი, როცა ამბობენ, რომ თქვენი საქმე არ არის, რაში ვხარჯავთ ფულსო.

დღეს ყველაზე მძლავრი იარაღი რა არის - დეზინფორმაცია, დამცავი - ინფორმირებული მოქალაქე. ეს კანონი სწორედ იმას აკეთებს, რომ მოქალაქე არის ინფორმირებული, ანუ, დაცული და დეზინფორმაცია ნაკლებად მოქმედებს. ეს არის ჩვენი „ხალხის ძალის" მძლავრი იარაღი. ჩვენ პრაქტიკულად ახალი პოლიტიკის ფორმირება შემოვიტანეთ და ეს სულ იქნება საჭირო. აშშ-დან, რუსეთიდან თუ სხვა რომელიმე სახელმწიფოდან დეზინფორმაცია თუ მოდის, ამისგან უნდა დაიცვა შენი მოქალაქე. ეს ამართლებს და ამიტომაც არის საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და ამიტომაც კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა გაგრძელდეს. კარგია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დასრულდება დეკემბერში დიდი ალბათობით დადებითად, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამის გამო მოვდუნდეთ," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×