რეზონანსი
13.11.2023

ნახავთ, რომ ჩვენი გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პირველ ადგილზე გავა , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ საარჩევნო სიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სია ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით შედგება, ხოლო, რაც შეეხება მის ადგილს სიაში, „ის იქ იქნება, სადაც ხალხი მიუჩენს ადგილს".

„ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით შედგება სიაც, ლიდერებიც გამოიკვეთებიან, ასევე, კამპანიის წამყვანი ფიგურები. საათის მექანიზმივით აწყობილ სისტემას შევთავაზებთ საზოგადოებას, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მივა. ბევრი სკეპტიკოსია, რომელიც ჩვენს გაერთიანებას უწინასწარმეტყველებს: „კი, აიღებენ რაღაც ხმას". ნახავთ, რომ ჩვენი გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პირველ ადგილზე გავა. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამას გავაკეთებთ", - აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა ლიდერმა „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განმარტა, რომ „არ შეიძლება ერთი და იმავე თემით დიდხანს გრძელდებოდეს შიდა კინკლაობა, ოპოზიციის ოპოზიციონერობა კი ყველაზე ცუდი საქმეა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს".

„გაცხადებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, მანიფესტი გამოაქვეყნოს. ასევე, 23 ნოემბერს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. ვფიქრობ, მოკლე ვადაში ეს ყველაფერი ამოიწურება. არ შეიძლება ერთი და იმავე თემით დიდხანს გრძელდებოდეს შიდა კინკლაობა. ოპოზიციის ოპოზიციონერობა არის ყველაზე ცუდი საქმე, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთო. მოვუწოდებ ყველას, ვინც ოპოზიციაშია, გავიაზროთ, ძალიან მძიმე რუსულ ჰიბრიდული ომის იარაღს ვებრძვით „ქართული ოცნების" სახით", - აღნიშნა ვაშაძემ.

გარდა ამისა, გადაცემაში გიორგი ვაშაძემ საარჩევნო ბარიერზეც ისაუბრა.

]როგორც მან განმარტა, რა ბარიერიც არ უნდა იყოს, „ქართული ოცნება" ყველა შემთხვევაში დამარცხდება.

„ქართული ოცნება" ძალიან სუსტია, ამიტომ ეჭიდება 2%-იან ბარიერს, კონსულტანტებს არ უშვებს. საარჩევნო გარემოში მანიპულაციებს ცდილობს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. არ გამოუვა, წაგებისთვის არის განწირული. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია მოახერხებს კონსოლიდაციას. თუ იქნება 5%-იანი ბარიერი, მაშინ უნდა მოხდეს გამსხვილებები ოპოზიციურ ფლანგზე. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა" ნაბიჯი გადავდგით, ამით მაგალითი ვუჩვენეთ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ სჯობს დროულად გადაიდგას ეს ნაბიჯი. რა ბარიერიც არ უნდა იყოს, ყველა შემთხვევაში დამარცხდება „ქართული ოცნება", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხალხს, „ქართული ოცნების" ტყუილები და გადაგდებები მოჰბეზრდა.

„ქართული ოცნება" ყველას ყელში ამოუვიდა. მობეზრდათ მათი ტყუილები, გადაგდებები. შეიქმნე სიურრეალისტური სამყარო, „ტროლ ბოტებსაც" ჰგონიათ ასე ფიქრობს ხალხი. ქუჩაში გავიდნენ, სადაც არ უნდა ჩავიდნენ, რაიონში „ქართულ ოცნებაზე" კარგის მთქმელი არ შეგხვდებათ. რაც შეეხება ოპოზიციას, კარგია, რომ არჩევნებამდე 1 წლით ადრე ხდება ეს ტურბულენციები. ეს ყველაფერი დალაგდება. გამოსავალი კონსოლიდაციაშია",- აღნიშნა ვაშაძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×