რეზონანსი
14.11.2023

ახალქალაქში ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავეს. ლილით კარაპეტიანის ცნობით, კაცი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მასზე ქორწინების მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

კარაპეტიანი მიმართვას აქვეყნებს და წერს, რომ 35 წლის კაცი 2 თვე ემუქრებოდა იმით, რომ იგი მისი ცოლი უნდა გამხდარიყო. მამაკაცს კი არაფერი აშინებდა, რის გამოც კარაპეტიანმა პოლიციას მიმართა.

"ამდენი გადავიტანე მარტომ და ახლა არ ვაპირებ, თქვენგან მოვისმინო, რომ პოლიციისთვის მიმართვა არასწორი ნაბიჯი იყო!

ადამიანი 2 თვეზე მეტი ხანია მემუქრება იმით, რომ მომიტაცებს, რომ მარტო მისი უნდა ვიყო, რომ არც ციხე შეაშინებს, არც პოლიცია და არც ჩემი ძმები!

გუშინ შემთხვევით გავიგე, რომ ჩემი ძმა წავიდა ამ საქონლის სანახავად. უკან დაბრუნდა თუ არა, მე წავედი პოლიციაში. ჩემმა ძმამ მარტო არ დამტოვა და გამომყვა. რაც დავბრუნდი სახლში, სხვადასხვა ტიპს ხვდება ჩემი ძმა და ყველა იმას იმეორებს, რომ ჩემი ნაბიჯი არ იყო სწორი!!!

არ მაინტერესებს არაფერი, ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ ახლა თქვენი "კარგი კაცობის" გამო გოგოებმა მოძალადესთან არ გააგრძელონ ცხოვრება ან იძულებითი ქორწინების მსხვერპლი გახდნენ!!!

პ.ს. დღეს "საფარის" იურისტთან ვიყავი პოლიციაში და ის ტიპი ჩემი ნათესავების მეშვეობით ავრცელებს ჭორებს, რომ თითქოსდა ეს ბიჭი ჩემი შეყვარებული ყოფილა" - წერს ლილით კარაპეტიანი სოციალურ ქსელში.

ლილით კარაპეტიანმა, სანამ პოლიციას მიმართავდა მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მუქარის შესახებ წერდა.

"არ მჯერა! მეც მომიწია ასეთი შინარსის პოსტის დაწერა... მოკლედ, ერთი ტიპია, რომელსაც მოვეწონე, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვიყავი, მოვიდა ჩემს სახლში. ურთიერთობაზე უარი ვუთხარი. მერე მომწერდა, მირეკავდა და ვბლოკავდი ყველგან, იმიტომ, რომ საშინლად მაწუხებდა. რამდენჯერმე ზეპირად დამემუქრა, რომ მომიტაცებს და არც ციხის ეშინია, რადგან საჯარო მოხელეა და "ნაცნობები" ჰყავს.

ავუხსენი ადამიანს, რომ არასოდეს არ გავიგო მის არსებობის შესახებ. საღამოს მანქანით მივდივარ ბაბუის სახლში და ვხედავ, რომ რამდენიმე მანქანით დგანან. უკვე უნდა მეშინოდეს სახლიდან გარეთ გასვლის, რადგან მანიაკია!? არა, არასოდეს! ეს მისი ნომერია... სახელი და გვარი იციან ჩემი ოჯახის წავრებმა, მეგობრებმა და ჩემმა იურისტმა. პ.ს. მერიის თანამშრომელი რატომ მიღებს და ამას უგზავნის ჩემი სურათს?!", - წერს კარაპეტიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×