რეზონანსი
16.11.2023

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ასახელებს დღეს, როდესაც ის, პარტიაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საუბრის დროს, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სიმბოლურად, 23 ნოემბერს ცნობილი გახდება, იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი.

"ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი იმ პირობებში, როცა ჩემს პირადზე კი არა, პარტიას აზიანებენ და არ წყვეტენ... ვალდებული ვარ, ხალხის ნება აღვასრულო. ამიტომ, 23 ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებს, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი. გვაქვს კონკრეტული გეგმა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, დაადასტურა, რომ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბაჩო დოლიძის შეფასებით, ხაბეიშვილის ეს განცხადება "პოლიტიკური კომიკურობაა".

"ჩემთვის, პოლიტიკური კომიკურობაა, რასაც თვალს ვადევნებ - მუქარის ტონი, თითის ქნევა... საერთოდ არ არის ეს სერიოზული და ძალიან ცუდი საყურებელია. არ უნდა დაგერქვას პარტიის გამხლეჩის სახელი. არავის არ ეშინია ამ მუქარების. ჯობს, ხელი მოაწეროს იმ მანიფესტს, რომელსაც უკვე 35 000 ადამიანმა მოაწერა ხელი - ხელი მოაწერა ერთობას", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×