რეზონანსი
22.11.2023

სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში სიტყვა „ოკუპაცია" ჯერ კიდევ არ გამოიყენება ჩვენს ტერიტორიებთან მიმართებით, რაც რეალობის მიმართ თვალის დახუჭვაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია თავისთავად მისასალმებელია, თუმცა, ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ რეზოლუციაში არის სიტყვა ოკუპაცია ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში „ოკუპაცია" ჯერ კიდევ არ გამოიყენება.

„რაც შეეხება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს, თავისთავად, ამ საკითხზე რეაგირება ჩვენი მხრიდან არის, მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ვითხოვთ მკვლელების დასჯას. ევროპარლამენტის რეზოლუცია თავისთავად მისასალმებელია. ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ მთელ ამ რეზოლუციაში ჩვენ ვხედავთ სიტყვას „ოკუპაცია" ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში „ოკუპაცია" ჯერ კიდევ არ გამოიყენება, რაც რეალობის მიმართ თვალის დახუჭვაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუციაში დამკვიდრდა, დამკვიდრდეს ოფიციალურ დოკუმენტებში, ვინაიდან ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი. იქიდან გამომდინარე, რომ გახსოვთ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რეზოლუციაში პირდაპირ დეზინფორმაცია შეიტანა და გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის. სამწუხაროდ, ამით ისინი პოლიტიკურ ძალას უკარგავენ ასეთ რეზოლუციებს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მიმდინარე გამოძიებაზეც.

მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირდებით. გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული იურისდიქცია გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რთულია მტკიცებულებების მოპოვება-შეგროვება და გამოძიების წარმოება მაგრამ, ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი მექანიზმების დაწყება, საბოლოო ჯამში სწორედ ამ შეკრების შედეგად იყო, რომ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ" , რომ იქნებოდა ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თუ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საბოლოო ჯამში მიაღწია მართლმსაჯულებას, მართალია აღსრულება ფერხდება ხოლმე მაგრამ , და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი გამოძიება, დადგენა, დოკუმენტების შეკრება, რომ ადრე თუ გვიან დაისაჯოს ყველა დამნაშავე მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელები.

22 ნოემბერს, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 9 ნოემბერს ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×