რეზონანსი
22.11.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს" შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესია.

„დღევანდელი შედეგი არის დაუღალავი დიპლომატიისა და ძალისხმევის შედეგი", - თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ეგვიპტესა და კატარს, დისკუსიებში მათი როლისთვის და ისრაელის მთავრობას ჰუმანიტარული პაუზების მხარდაჭერისთვის.

„ჩემთვის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ყველა მძევლის გათავისუფლება და მათი სწრაფი დაბრუნება ოჯახებთან", - თქვა ბლინკენმა.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან" შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში გამოცხადება პაუზებიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×