რეზონანსი
24.11.2023

„ნაცმოძრაობის" ორი მთავარი სიმბოლოა სისხლი და სიბნელე, უმძიმესი ცოდვებით დამძიმებული პარტიაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ქართველ ამომრჩეველს მათი არ სჯერა.

„მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელი შეკრება ზუსტად შეაფასა - მათი ფერები და კადრი ასახავდა მათი მმართველობის თუ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს - სისხლი და სიბნელე. ეს არის „ნაცმოძრაობის" ორი მთავარი სიმბოლო. ეს არის უმძიმესი ცოდვებით დამძიმებული პარტია. ბევრს ეს ცოდვები პერსონალურად მხრებზე აწევს. ბოროტი როცა სიკეთეს გთავაზობს, ამის არ გჯერა და ეს მარტივი ამბავია. ქართველ ამომრჩეველს მათი არ სჯერა. მათგან გამოყოფილი და ვითომ სხვა „ნაცები" ლაპარაკობენ, შუა უნდა შეიკრიბოსო". იცით, ახლა შუას შეკრებას რატომ აანონსებენ? ცდილობენ, „ნაცმოძრაობას" გაემიჯნონ, რადგან ზუსტად და კარგად იციან, რა ცოდვაში აქვთ ფეხი ჩადგმული, მაგრამ ამის მონაწილეები რომ არიან, როგორ უნდა გაემიჯნონ? სალომე სამადაშვილი „ნაცებს" როგორ ემიჯნება, მასზე უფრო კლასიკური „ნაცი" ვერ წარმომიდგენია, ან მამუკა ხაზარაძე, რომელიც მაშინ პოლიტიკოსიც არ იყო, როცა რეპრესიებს ზურგს უმაგრებდა ბანკიდან, რაც ბიზნესიდან იყო.

მათ უნდათ, „ნაცების" ცოდვებს გაემიჯნონ, მაგრამ ვერ გაემიჯნებიან. ეს ადამიანები „ნაცებს" იმიტომ ემიჯნებიან, იქნებ, შუა ხმები წამოიღონ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. „ნაცმოძრაობისთვის" თანამდებობიდან გადამდგარმა გახარიამ როგორ უნდა დაალაგოს, რომ შუაა? მან „ნაცებთან" კოალიცია შექმნა, საკრებულოებში, სადაც შეძლეს, კოალიცია სწორედ მათთან აქვთ დალაგებული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×