რეზონანსი
24.11.2023

დღეს „ჰამასის" ტყვეობიდან 12 ტაილანდელი მძევალი გათავისუფლდა.

ტაილანდური მედიის ინფორმაციით, რომელსაც BBC ავრცელებს, მძევლები ამჟამად უკვე ისრაელში არიან. ისინი შამირის სამედიცინო ცენტრში, შესაბამისი გამოკვლევებისთვის გადაჰყავთ, სადაც, დაახლოებით, 48 საათის განმავლობაში დარჩებიან.

ტაილანდელი მძევლები „ჰამასის" ტყვეობიდან კატარისა და ეგვიპტის მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

12 გათავისუფლებულ მძევალთა შორის ყველა მამაკაცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×