რეზონანსი
27.11.2023

"ბათუმელები" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში, რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა. გამოცემას ბავშვის დედა ეუბნება, რომ 6 წლის ბიჭს ორივე ფეხი აქვს დამწვარი. შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა. 

"შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით", - ყვება ქალი "ბათუმელებთან".

"ბათუმელებთან" ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელი, ლევან ლაზარიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×