რეზონანსი
27.11.2023

ფოთში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა კოსტავას ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა, რომელიც მანქანებს დაეცა. დაზიანებულია ათამდე მანქანა. ზარალის რაოდენობა ჯერ უცნობია.

ქალაქში უამინდობაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელია, რომ შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შედარებით დაიკლებს, ხოლო ძლიერი ქარი სავარაუდოდ, სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×