რეზონანსი
02.12.2023

ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„სწორედ, ასეთი გამოწერილი რეცეპტების ბაზიდან შევძელით გამოგვევლინა ის რამდენიმე დაწესებულება, რომელსაც თითქოს ამბულატორიული კლინიკები ეწოდებოდათ, იქ დასაქმებული ექიმები კი წერდნენ ათასობით რეცეპტს. ეს ათასობით რეცეპტი ასიათასობით მედიკამენტია, რომელიც სამწუხაროდ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდებოდა სხვადასხვა აფთიაქიდან. ჩვენ ასევე გავამკაცრეთ აფთიაქების კონტროლი. ხდებოდა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი აფთიაქის შეთანხმება არაკეთილსინდისიერ კლინიკებთან და ხდებოდა ყალბი რეცეპტების გამოწერა. ეს საქმეები გადაგზავნილია პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში და ისინი გააგრძელებენ გამოძიებას", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×