რეზონანსი
03.12.2023

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალებში კვების კუთხით ყველაფერი წესრიგშია.

მან კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც თავდაცვის ძალებში ჯარისკაცთა კვების საკითხს ეხებოდა.

„ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ საუკეთესო კვება. ჩვენ არაერთხელ გვქონია შესაძლებლობა, როდესაც ვსტუმრობდით სამხედრო ბაზებს საკუთარი თვალით გვენახა, გვესადილა მათთან ერთად და არა მარტო სამხედრო ბაზებზე, არამედ საველე პირობებშიც და კვების კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

ნებისმიერი სახის განცხადება თუ ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები ცდილობენ, საზოგადოებას საპირისპირო უამბონ, არის სრული სპეკულაცია და პირდაპირ თავდაცვის ძალების რეპუტაციული დაზიანებისკენ მიმართული", - განაცხადა ბერაიამ.

ტელეკომპანია „პირველი" აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×