რეზონანსი
03.12.2023

Georgian Airways თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში ფრენებს 10 დეკემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ ავიაკომპანიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მათი ცნობით, კომპანია სანქტ-პეტერბურგში ავიარეისებს კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და კვირას შეასრულებს.

"ძვირფასო მგზავრებო! გვინდა გაცნობოთ, რომ 10 დეკემბრიდან, გვემატება ახალი მიმართულება: თბილისი-სანქტ პეტერბურგი-თბილისი: ყოველ ოთხშაბათს და კვირას" - წერს ავიაკომპანია.

ეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ Georgian Airways უკრაინამ

დაასანქცირა. საჰაერო კომპანია პირველი ქართული დასანქცირებული კომპანია გახდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×