რეზონანსი
05.12.2023

კეზერაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ნაცვლად იმისა, რომ დააფინანსოს პარტიის გაძლიერება, სინამდვილეში, მიზანმიმართულად აფინანსებს პარტიის დაშლას, ამ კუთხით ის უბრალოდ, დავალებას ასრულებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გეგმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ხელოვნურად დაწიონ, რათა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წევრი სხვა პარტიების რეიტინგი გაიზარდოს.

„ნაცმოძრაობა" იშლება და ჩვენი დაკვირვებით ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. მე მგონია, რომ ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი. არის ასეთი გეგმა, რომ „ნაცმოძრაობა“ ქვევით დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ. სწორედ ამას უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ისეთი ოდიოზური ფიგურის არჩევა, როგორიც არის ხაბეიშვილი. დანარჩენი პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია პარტიის დაშლასთან, მიზანმიმართული პროცესია, რომლის მიზანია, დაბლა დაწიონ პარტია „ნაცმოძრაობა“, რათა გააძლიერონ „ნაცმოძრაობის“ სხვა ფრთა, რომელსაც არ ჰქვია „ნაცმოძრაობა“.

ძირითადად, ეს არის ბლოკი, რაზეც გვქონდა საუბარი. აქ შედიან სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, ხაზარაძე, გახარია, სავარაუდო ერთობა ასე გამოიყურება, თუმცა პროცესი განწირულია წარუმატებლობისთვის. „ნაცმოძრაობა“ არის "ნაცმოძრაობა“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომელი პარტიებისგან შედგება ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ შესაკრებთა გადანაცვლებით, საბოლოო ჯამში, ვერაფერი ვერ შეიცვლება. ვერ შეიცვლება ის ჯამი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×