რეზონანსი
06.12.2023

არ გამოვრიცხავ, რომ ის [სალომე ზურაბიშვილი] ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლა ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების სურვილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური გეგმების გასაცხადებლად გაზაფხულს ელოდება.

„ალბათ ის [სალომე ზურაბიშვილი] დაელოდება გაზაფხულს. მოხდება გარკვეული რეიტინგების გაზომვა, მათ შორის მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესზე. ამის მერე მიიღებს გადაწყვეტილებას. მითუმეტეს, საპრეზიდენტო ვადა გასდის, თან ხან „კოჭლ იხვს“ ეძახიან, ხან რას და იცით, რომ პრეზიდენტს დიდი ფუნქციები არ აქვს ამ ქვეყანაში. არ გამოვრიცხავ, რომ ის [სალომე ზურაბიშვილი] ევროპელი პენსიონერი კი არ იყოს, მართლა ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაში უფრო ღრმად დამკვიდრების სურვილი“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×