რეზონანსი
06.12.2023

"შიში არის ოხერი. როგორც ჩანს, პოლიტიკური საფრთხე დაინახეს მმართველ პარტიაში პრეზიდენტის პიროვნებაში, მის გამოცდილებასა და კომპეტენციაში, მათ შორის, მის ბრძოლისუნარიანობაში"- ამის შესახებ ეკა ბესელია მმართველი ძალის კომენარების საპასუხოდ საუბრობს. 

სალომე ზურაბიშვილის მეგობარი, ამბობს, რომ არჩევნებით კობახიძის და მისი გუნდის "ბოგინი" უნდა დასრულდეს. 

ეს მომავლის ვერსიები, რომელსა გვთავაზობენ, როგორც შესაძლებლობას, დარწმუნებული ვარ, რომ შიშით არის განპირობებული.

კობახიძეს რისიც უნდა ეშინოდეს, სწორედ ეშინია, რადგან ამ არჩევნებით უნდა დასრულდეს მისი და იმ ადამიანების ბოგინი, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პრეზიდენტის და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ განცხადება გუშინ,  ირაკლი კობახიძემ გააკეთა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, სად ხედავს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს.

პრეზიდენტის აქტიურობით შეშინებული ხელისუფლება ოპოზიციური გადაჯგუფების სცენარებს წერს: არჩევნებამდე 2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×