რეზონანსი
06.12.2023

რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის შვილებს, შესაძლოა, ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NEXTA ავრცელებს. 

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ არკადი და ანა აბრამოვიჩის ლიეტუვის პასპორტები ოლიგარქისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობისთვის გამოიყენეს. ოლიგარქმა, თავისი ქონება, მათი გაყინვის შიშით, სწორედ შვილებზე გადააფორმა. 

აქედან გამომდინარე, ლიეტუვამ, შესაძლოა, მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხიც დააყენოს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირის გამო, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები 2022 წლის დასაწყისში დაუწესეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×