რეზონანსი
08.12.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ბოლო ფაზაშია - არ ჰყავთ ლიდერი და არ აქვთ სამომავლო პროგრამა.

„ნიკა მელია არის ადამიანი, რომელმაც თქვა ერთხელ, არ გადავიხდი ჯარიმასო, გადაიხადა. თქვა არ შევალ პარლამენტშიო, შევიდა. თქვა, არ წავალ პარტიიდანო, წავიდა. ჯერჯერობით ყველაფერი უკუღმა გამოსდის და ძალიან არასერიოზული რეპუტაცია შეიძინა პოლიტიკაში. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტია, რომ არის დაშლის ბოლო ფაზაში. არ ჰყავთ ლიდერი, არ აქვთ სამომავლო პროგრამა. გამოჩნდა უკვე, რატომ იყო ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავის ტკივილი. მან საკმაოდ ბევრ ადამიანს მოუყარა თავი და „ნაციონალური მოძრაობის“ ნახევარი, თუ მეტი არა, იმეორებს იმავეს, რასაც ამბობს და ამბობდა ნიკა მელია. მას ნამდვილად ჰქონდა მუხტი პარტიის დასაშლელად და ახლა ეს მუხტი გამოიყენა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×