რეზონანსი
10.12.2023

უკრაინის პრეზიდნეტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მოკლე საუბარი შედგა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ინაუგურაცია არგენტინის პარლამენტში იმართება, ზელენსკი და ორბანი სტუმრების ლოჟაში იმყოფებიან.

ზელენსკისა და ორბანის საუბრის დეტალებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდნეტის ოფისს კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ არგენტინაში ვიზიტით მყოფი ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რომელმაც პარასკევს პარიზში ვიქტორ ორბანს უმასპინძლა.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. ორბანი აცხადებს, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×