რეზონანსი
10.12.2023

დარწმუნებული ვარ, უნგრეთი და ევროკავშირი მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას უკრაინის საკითხის გარშემო და მას ვერ ექნება გავლენა საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ევროპულმა კომისიამ უკვე გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს სასარგებლოდ.

„უნგრეთს აქვს თავისი მოსაზრებები უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე. ეს არის უნგრეთისა და ევროკავშირის საქმე. ამაზე წარიმართება მოლაპარაკებები და დარწმუნებული ვარ, უნგრეთი და ევროკავშირი მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას ამ საკითხის გარშემო. თვითონ ამას ვერ ექნება გავლენა საქართველოს საკითხის გადაწყვეტაზე. ევროპულმა კომისიამ უკვე გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს სასარგებლოდ. საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, მათ შორის შესრულდა 12 პრიორიტეტის ქვეშ გაწერილი რეკომენდაციები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, უნგრეთი კვლავ რჩება საქართველოს მხარდამჭერად.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ოპოზიცია აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. მთელი მათი გზავნილები და პოლიტიკა სწორედ ამაზე იყო აგებული. ისინი პირდაპირ ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ახლაც, როდესაც უნგრეთი ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და არის ჩვენი განსაკუთრებული მხარდამჭერი, თავდასხმა უნგრეთზე აიხსნება მხოლოდ ამ განზრახვით, რომ საქართველომ როგორმე არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არ წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე.

ასევე, გახსოვთ თავის დროზე თავდასხმები ბატონ ოლივერ ვარჰეიზე, რომელიც არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. ეს ყველაფერი ამას უკავშირდება. მათი თავდასხმები ჩვენს პარტნიორებზე, მეგობრებზე, მხარდამჭერებზე აიხსნება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, საქართველომ არ წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ორბანის პოზიციის გამო ევროკავშირი პანიკაშია - ამ შინაარსის სტატიას გამოცემა Politico აქვეყნებს. პუბლიკაციის თანახმად, ევროპელი ლიდერები, მოახლოებული სამიტის წინ, ცდილობენ უნგრეთის პრემიერს უკრაინასთთან დაკავშირებით პოზიცია შეაცვლევინონ, თუმცა ორბანი ისევ აცხადებს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია.

სასამართლო რეფორმის გამო ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი თანხების „გაყინვის“ გარშემო სკანდალი გრძელდება. როგორც გამოცემა The Guardian-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, 12 დეკემბერს ევროკომისია უნგრეთს „გაყინული“ თანხებიდან 10 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×