რეზონანსი
15.12.2023

საქართველოს ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და ქვეყნის წინსვლა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

„ქართველ სამხედროებს საერთაშორისო, მათ შორის ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროპული ღირებულებების, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო ძლიერი, გამთლიანებული და ევროპული ქვეყნის აშენებას", - განაცხადა ბურჭულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×