რეზონანსი
15.12.2023

ევროკავშირში გაწევრიანების მკაცრს კრიტერიუმებს ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ვერ აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულმა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეიძლება წლების ან ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.

მისი თქმით, ევროკავშირი ახლა „თავის ისტორიაში არცთუ საუკეთესო პერიოდი უდგას", როგორც ბლოკის ფუნქციონირების, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით და ცხადი ხდება, რომ კიევთან და კიშინიოვთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება აბსოლუტურად პოლიტიზებულია.

„ევროკავშირის სურვილია ამ გზით გამოხატოს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ახალ წევრებს რეალურად ევროკავშირის დესტაბილიზაცია შეუძლიათ", - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც ხდება, რადგან რუსეთი იმავე კონტინენტზეა, რომელზედაც ევროკავშირი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×