რეზონანსი
15.12.2023

კანდიდატის სტატუსი არ არის მხოლოდ იმის აღმნიშვნელი, რომ ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის ევროკავშირისკენ. თავისთავად, კანდიდატის სტატუსი გამოხატავს მეტ ნდობას საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა

„ევროპული საღამო მშვიდობისა, ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან წარმატებას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე თანამემამულეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებით - თქვენი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ წარმატების მიღწევა. დღეს რეალურად სრულდება ჩვენი წინაპრების და შვილების დიდი ქართული ოცნება - საქართველო ხდება ევროპული ოჯახის წევრი, უახლოვდება ევროკავშირს და გადადის გაწევრიანების საბოლოო ეტაპზე. მივიღეთ სტატუსი, მანამდე გვქონდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, ასოცირების შეთანხმება. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სწორედ ამ 10-11 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ თქვენ იდექით ჩვენ გვერდით, სიმართლე იყო ჩვენს მხარეს და ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სიმართლე ინტერესები დავიცავით. ამის გაკეთებას შევძლებთ მომავალშიც და აუცილებლად განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ეკონომიკური განვითარებას და უსაფრთხოების დაცვას. კანდიდატის სტატუსი არ არის მხოლოდ იმის აღმნიშვნელი, რომ ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის ევროკავშირისკენ. თავისთავად, კანდიდატის სტატუსი უკვე გამოხატავს მეტ ნდობას საქართველოს მიმართ. ეს არის პირდაპირი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, ვინც ადევნებს თვალს საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკას, ვისაც აინტერესებს საქართველოს კულტურა და ტურიზმი, ეს არის პირდაპირი სიგნალი რომ დღეს საქართველო უფრო მეტად მიღებულია ევროპულ ოჯახში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს აისახება ეკონომიკაზეც. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში მომდევნო წლებში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა, უფრო მეტ ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით და უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ექნება საშუალება, რომ თვითონ, ხელშესახებად ნახოს ,თუ რას ნიშნავს ევროკავშირთან დაახლოება და რატომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×