რეზონანსი
25.12.2023

ივანიშვილი ხომ არ ბრუნდება, ეს კითხვა რომ შიშს გვრის ოპოზიციას, ძალიან კარგია - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობა, ყოველთვის სიამოვნებაა, თუმცა მისთვის უცნობია პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ოცნების" დამფუძნებელი.

„ადამიანს, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ამხელა ამაგი აქვს ქვეყნის წინაშე, უფლება აქვს მივიდეს რომელიღაც ღონისძიებაზე და ის, რომ შიშს გვრის ოპოზიციას და ოპოზიციურ განწყობილ ტელეარხებს, ხომ არ ბრუნდება, არის ძალიან კარგი, რადგან როგორც პოლიტიკაში ყოფნის დროს, ისე არ ყოფნის დროსაც ბიძინა ივანიშვილი თავის პოზიტიურ ფუნქციას ასრულებს. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის სიამოვნება, მითუმეტეს, როდესაც ის იყო პოლიტიკაში, მაგრამ თქვა და გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა პოლიტიკაში, რადგან გუნდი იყო ჩამოყალიბებული და ხედავთ, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის გუნდი და ზოგადად ხელისუფლება კარგად ვართმევთ თავს ქვეყნის მართვას - ეს არის მოცემულობა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ჩვენ არ გვეცოდინება, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ნათქვამიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რომ გუნდი მუშაობს წარმატებით და მისი გადაწყვეტილება იყო მისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×