რეზონანსი
25.12.2023

რადიკალების საცოდავმა პროპაგანდამ ვერაფრით შეიგნო, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, სხვა გამართულ ინსტიტუტებზე იაფფასიანი ფეიკებით თავდასხმა დამკვეთი ნაცავაზაკებისთვის დიდი ხანია სასურველ ეფექტს არ იძლევა, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიები კვლავინდებურად აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და მიზანმიმართული დეზინფორმაციით ზიანს აყენებენ ავტორიტეტულ სახელმწიფო ინსტიტუციებს.

აბაშიძის თქმით, არ გაუკვირდება თუკი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მალე კომენტარს ჩამოართმევენ "მარწუხებში მყოფ" იმ „ნაცარტისტებს“, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს "თავისუფლად მოღვაწეობდნენ" და არანაირი პრეტენზია ჰქონდათ.

„რადიკალების საცოდავმა პროპაგანდამ ვერაფრით შეიგნო, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, სხვა გამართულ ინსტიტუტებზე იაფფასიანი ფეიკებით თავდასხმა დამკვეთი „ნაცავაზაკებისთვის“ დიდი ხანია სასურველ ეფექტს არ იძლევა.

თუმცა, სხვა რა დარჩენიათ სასოწარკვეთილ „ნაცლუზერებს“, როცა მათი მარიონეტების ინტელექტში უკიდეგანო ჩამორჩენილობა პროგრესირებს?

ხან "ჯარისკაცებს არ აჭმევენ", ხან "უხარისხო ფორმა აქვთ" და ა.შ. არ გამიკვირდება თუკი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მალე თამამი კომენტარი ჩამოართვან "მარწუხებში მყოფ" იმ „ნაცარტისტებს“, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს "თავისუფლად მოღვაწეობდნენ" და არანაირი პრეტენზია ჰქონდათ. გაუკუღმართებულ „ნაცსექტაში“ კონგენიალური ოქსიმორონი ჩვეული მოვლენაა, - 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×