რეზონანსი
25.12.2023

20 წლის კუ­რი­ე­რი გო­გო­ნა მა­რი­ამ ჩა­ჩა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ივ­ნის­ში ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და თით­ქმის 7 თვე კო­მა­ში იყო, გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­სა­ხებ გო­გო­ნას დედა ambebi.ge - ს ამ ცოტა ხნის წინ ესა­უბ­რა:

"ჩემი გოგო "ვოლ­ტის" კუ­რი­ე­რი იყო, მო­პე­დით მოძ­რა­ობ­და. ქსნის ქუ­ჩა­ზე ავა­რია იყო და ხალ­ხი შეგ­რო­ვი­ლი­ყო, მა­რი­ა­მიც გა­ჩე­რე­ბუ­ლა, იქვე ბორ­დი­ურ­ზე. ამ დროს ვი­ღაც ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­ვარ­დნი­ლია, არ ვიცი ჩქა­რა მოძ­რა­ობ­და, წინ არ იყუ­რე­ბო­და თუ რა მოხ­და, რომ მიმხვდა­რა რომ გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნებს ეჯა­ხე­ბო­და, აუქ­ცე­ვია და ბორ­დი­უ­რის­კენ აუ­ღია საჭე, მაგ­რამ იმის მა­გივ­რად, რომ და­ე­მუხ­რუ­ჭე­ბი­ნა, არე­ვია და მუხ­რუ­ჭის მა­გივ­რად გა­ზის­თვის მი­უ­ჭე­რია ფეხი... ეს გაფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნა ბორ­დი­ურ­ზე მდგარ ჩემს შვილს შე­ე­ჯა­ხა, ბავ­შვი გა­ის­რო­ლა და მისი მო­პე­დი კი იქ მდგარ მან­ქა­ნის ქვეშ შე­ტე­ნა. მა­რი­ამს ჩა­ფხუ­ტი ეფა­რა და ისე­თი ძლი­ე­რი შე­ჯა­ხე­ბა იყო, რომ ჩა­ფხუ­ტიც გა­უძ­ვრია. ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს..."

წყარო: ambebi.ge 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×