რეზონანსი
27.12.2023

„ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივ-მოღალატეობრივი ძალაა, რომელსაც გასამართლება სჭირდება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, ეს უნდა მოხდეს 2024 წლის არჩევნების შემდეგ.

„დადგა დრო და აუცილებელია, რომ ეს ძალა გასამართლდეს. ვხედავთ, ეს ძალა რა დღეშია. უკვე ერთმანეთს აქილიკებენ და დაშლის პირას არიან, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ამ ქვეყანაში პოლარიზაცია ვერ დასრულდება, თუ ის ძალა იარსებებს, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების მიმართ ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და რომელიც პოლიტიკურ სივრცეში კიდევ არსებობს, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება სურს. თუ გვინდა, რომ საქართველოს ხვალინდელი განვითარება იყოს, საჭიროა, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით იყოს გასამართლებული ის, ვინც ამდენი დანაშაული ჩაიდინა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. უნდა გასამართლდნენ საქართველოს სასამართლოს მიერ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×