რეზონანსი
27.12.2023

ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ კოდორის ხეობას, ცხინვალს, ქსნის ხეობას, პატარა და დიდი ლიახვის ხეობებს, მტერს აბარებდნენ ახალგორს, მიატოვეს ჯარი, დღეს ჩვენ ჭკუას გვარიგებენ და მათ ფეხის ხმას არიან აყოლილები ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ამ განცხადებით დეპუტატი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ოპონენტების მუდმივ წამოძახილს ამ თემასთან დაკავშირებით. ამას ხშირად ის ადამიანები აკეთებდნენ, რომლებმაც რუსული ჯარი, აქედან ძლივს გაძევებული უკან შემოატრიალეს ფაქტობრივად თავისი ავადსახსენებელი, გაუთვლელი, პროვოკაციული პოლიტიკით. ამან საბოლოო ჯამში, დაამარცხა ეს ქვეყანა საშინელ კონფლიქტში ჩვენდა სამწუხაროდ და ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციას, რომ დაეწყო ჩვენი ძირძველი მიწების ოკუპაცია მოეხდინა მათ შორის ქართველების გენოციდი როგორც აფხაზეთში, ისე ყოფილ სამხრეთ ოსეთში. ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ კოდორის ხეობას, ცხინვალს, ქსნის ხეობას, პატარა და დიდი ლიახვის ხეობებს, მტერს აბარებდნენ ახალგორს, მიატოვეს ჯარი, დღეს ჩვენ ჭკუას გვარიგებენ და მათ ფეხის ხმას არიან აყოლილები ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები. როცა იყვნენ ჩვენთან ერთად ხელისუფლებაში მაშინ რას აკეთებდნენ ამ მიმართულებით, რა ნაბიჯებს დგამდნენ, იქნებ ამაზეც მოგვიყვნენ ხოლმე“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×