რეზონანსი
29.12.2023

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის სამსახურში, საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-ის მიხედვით, ხარისხის მართვის სისტემა დაინერგა. შემუშავდა ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმები, შემოსული ზარების მონიტორინგის მექანიზმი, შეფასების სისტემა და მომწოდებელთა კონტროლის პროცესი.

ორგანიზაცია ISO-ს წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს დავით ფაჩულიას ხარისხის მართვის სერტიფიკატი გადასცეს.

სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ ცხელი ხაზის სამსახურის მენეჯერები, ოპერატორები, რომლებმაც სხვადასხვა სახის ტრენინგი გაიარეს და მონაწილეობა მიიღეს ხარისხის მართვის სისტემის დანერგვაში.

ISO 9001:2015 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მართვის სისტემის სტანდარტია, რომელიც „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის საქმიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×