რეზონანსი
09.01.2024

დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ წმინ­და მატ­რო­ნას ხატი, რო­მელ­ზეც წმინ­დან­თან ერ­თად იო­სებ სტა­ლი­ა­ნია გა­ნო­სა­ხუ­ლი, უნდა და­იწ­ვას.

"არა­თუ სა­ღე­ბა­ვის შეს­ხმა, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის მი­ხედ­ვით, არა­კა­ნო­ნი­კუ­რი და მკრე­ხე­ლუ­რი ხატი უნდა და­იწ­ვას! ამი­ტომ მე, რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მღვდე­ლი, მიტ­რო­სა­ნი დე­კა­ნო­ზი, ჩვე­ნი სა­პატ­რი­არ­ქოს­გან მო­ვი­თხოვ კა­ტე­გო­რი­უ­ლად, რომ ეს მატ­რო­ნა-სტა­ლი­ნის მკრე­ხე­ლუ­რი ნა­ხა­ტი გა­მო­ათ­რი­ონ სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რი­დან და სა­ჯა­როდ დაწ­ვან, თა­ნახ­მად სა­ეკ­ლე­სიო წე­სი­სა!" - წერს დე­კა­ნო­ზი.

ცნო­ბის­თვის, ცოტა ხნის წინ, გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ აღ­ნიშ­ნულ ხატს სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხეს. ფაქ­ტზე გა­მო­ძე­ბა ვან­და­ლიზ­მის მუხ­ლით და­ი­წყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×