რეზონანსი
09.01.2024

უკრაინამ, "დიდმა შვიდეულმა" და სამხრეთის ქვეყნებმა რუსეთთან "სამშვიდობო მოლაპარაკებების" თემაზე საიდუმლო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მრჩევლების შეხვედრა 16 დეკემბერს საუდის არაბეთში შედგა.

შეხვედრის საიდუმლოება ნაწილობრივ იმისკენ იყო მიმართული, რომ მონაწილე ქვეყნები თავისი დასწრების გამო უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს.

მონაწილეთა თქმით, უფრო მცირე ფორმატმა საშუალება მისცა უფრო თავისუფალი და ღია დისკუსია გაემართათ ე.წ. "მშვიდობის ფორმულაზე" და ამ პროცესის წინ წაწევის გეგმებზე, ასევე სამომავლოდ რუსეთთან ურთიერთქმედების პრინციპებზე.

ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულ არ იქნა. გამოცემის წყაროების თქმით, უკრაინა და მისი პარტნიორები "დიდ შვიდეულში" გლობალური სამხრეთის ქვეყნების მოწოდებებისთვის წინააღმდეგობას აგრძელებენ.

აღნიშნულია, რომ დეკემბერში გამართულ შეხვედრას ინდოეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მაღალჩინოსნები დაესწრნენ, ხოლო ჩინეთმა, ბრაზილიამ და არაბთან გაერთიანებულმა საამიროებმა თავისი წარმომადგენლები არ გაგზავნეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×