რეზონანსი
09.01.2024

საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა ის ტემპი, რომელიც წინა წლებში ჰქონდა, როდესაც ევროპის არაერთ ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიაც დაფიქსირდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობდა, როგორც საინვესტიციო აქტივობა, ასევე საგარეო ვაჭრობის და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 2023 წელს საქართველომ შეძლო და გაცილებით სწრაფად მოთოკა ის ინფლაცია, რომელიც გლობალური გამოწვევა იყო და ჩვენ 2023 წელი ფაქტობრივად საშუალო - 2.5%-იანი ინფლაციის მაჩვენებლით დავასრულეთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

2023 წლის 11 თვის მაჩვენებლით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 6.9 მეათედი პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ნათქვამია „საქსტატის" შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც უწყებამ დღეს გამოაქვეყნა. ეკონომიკურ ზრდაში დადებითი წვლილი ვაჭრობაზე, მშენებლობაზე, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაზე, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე მოდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×