რეზონანსი
09.01.2024

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის" ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, „ჰამასს" იარაღი მიაწოდონ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

კატარში მუსლიმ სწავლულთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ ისრაელმა "ვერ მიაღწია ვერცერთ მიზანს" ღაზაში მიმდინარე ომში.

მისი თქმით, „ჰამასი" მძევლებს მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლებს, რაც ისრაელის ციხეებიდან ყველა პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება.

ჰანიამ მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, "მხარი დაუჭირონ პალესტინურ წინააღმდეგობას იარაღით, რადგან ეს არ არის მხოლოდ პალესტინელი ხალხის ბრძოლა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×