რეზონანსი
09.01.2024

ინტენსიური იერიში ღაზას სექტორზე არ წყდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტი.

"ცაჰალი" ერთი დღის განმავლობაში ათობით ტერორისტის განადგურების შესახებ იუწყება. ქვეითების წინსვლა ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც "ჰამასის" მიერ მოწყობილი ჩასაფრებებით არის განპირობებული. ამის მიუხედავად, ისრაელელმა სამხედროებმა გაანადგურეს საბრძოლო მასალის რამდენიმე საცავი. აღმოჩენილია საწყობები, სადაც ტერორისტები რაკეტებს ამზადებდნენ და ინახავდნენ.

დაღუპულთა რიცხვი უკვე 23 000-ს აჭარბებს, დაშავებულთა რაოდენობა კი თითქმის გაორმაგებულია. გაეროს შეფასებით, მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში, მძიმე ჰუმანიტარული ვითარება ემატება, რაც მედიკამენტებისა და პროდუქტების შეფერხებით მიწოდებასა და ანტისანიტარიის გავრცელებას უკავშირდება. კონფლიქტის კიდევ უფრო მეტი ესკალაცია და მისი არეალის გაფართოება მიუღებელია ახლო აღმოსავლეთის ლიდერებისთვის, - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საუდის არაბეთის დატოვებამდე გააკეთა. მანამდე, ენტონი ბლინკენი შეხვედრებს იორდანიასა და კატარში მართავდა, რის შემდეგაც, უკვე მეოთხედ ესტუმრა ისრაელს. როგორც ცნობილია, განხილვის მთავარი თემა "ცაჰალის" მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და ტყვეების გათავისუფლების საკითხია.

კვლავ მძიმე ვითარებაა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე. "ცაჰალის" ინფორმაციით, საგრძნობლად იმატა საჰაერო შეტევების ინტენსივობამ. არ აყოვნებს ისრაელის თავდაცვის ძალების პასუხი. ოფიციალური ინფორმაცის თანახმად, წერტილოვანი დარტყმების შედეგად, განადგურებულია "ჰესბოლას" რამდენიმე სამხედრო ობიექტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×