რეზონანსი
11.01.2024

რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნები" ჩაატარა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ წვრთნის მიზანი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ განთავსებულ სამხედრო ბაზაზე ჩატარდა, იყო - "იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოგერიება". გარდა ამისა, წვრთნების ნაწილი იყო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პირობითი მოწინააღმდეგის შეღწევის მცდელობის აღკვეთა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, წვრთნაში მონაწილე ქვედანაყოფმა გამოიმუშავა შესაძლებლობა, რომ "კოორდინირებულად აღკვეთონ ტერორისტული ჯგუფის თავდასხმა და ერთიანი გადაწყვეტილება მიიღონ საგანგებო სიტუაციაში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×