რეზონანსი
11.01.2024

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დანიის ელჩს ანე ტოფტ სორენს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოუწევს განმარტებების გაკეთება, მის მიერ გამოქვეყნებულ ოპ-ედთან დაკავშირებით, სადაც დიპლომატმა "ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა.

დავითულიანი ამტკიცებს, რომ დანიის ელჩმა ამით საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს საქართველოს, თავად ქმნის დეზინფორმაციისთვის საფუძველს.

"საქართველოში აკრედიტებულ ზოგიერთ დიპლომანტს, ჩემი აზრით, ცოტა მცდარი წარმოდგენა აქვს საკუთარ უფლებამოსილებებზე. ისინი ცდილობენ, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათი უფლებამოსილებების მიღმა, ზედმეტად ჩაერიონ და ზედმეტი პოლიტიკური შეფასებები გააკეთონ, რაც მათი საქმე ცალსახად არ არის.

იმ ფონზე როდესაც ევროკავშირი მოგვიწოდებს შევამციროთ პოლარიზაციის ხარისხი, მოგვიწოდებს დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძოლოთ, თავად ქმნის დეზინფორმაციის საფუძველს. ეს დანიის ელჩიდან არის სრულიად მიუღებელი საქციელი და ამაზე მას საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩემი აზრით, მას მოუწევს განმარტებების გაკეთება", - ამბობს ბექა დავითულიანი.

შეგახსენებთ, რომ დანიის ელჩმა ოპ-ედი 10 იანვარს გამოაქვეყნა. მან ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და ხაზი გაუსვა, რომ მან საკუთარი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×