რეზონანსი
21.01.2024

"თუ მსოფლიოს არ სურს, ეს აგრესია რამდენიმე წელში ისევ განმეორდეს, მას [პუტინს] ახლავე უნდა გავუმკლავდეთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ის არ ითვალისწინებს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა.

"მას [პუტინს] არ სურს მშვიდობა უკრაინასთან. თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ ის, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს აგრესია რამდენიმე წელიწადში ისევ განმეორდეს, მაშინ ჯობია ახლავე გავუმკლავდეთ მას," - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპაში მშვიდობა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა ყველა გაიგებს, რომ უკრაინა მართლაც დამოუკიდებელია. ასევე ზელენსკიმ თქვა, რომ "რა თქმა უნდა, ჯობს ვიპოვოთ პოლიტიკური გზა ჩვენი დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×