რეზონანსი
23.01.2024

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეწყვეტილი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

გლდანის რაიონში – მუხიანის აგარაკები, საზანოს ქუჩის N22 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:30-დან 22:30-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მუხიანის აგარაკებს მთლიანად და გობრონიძის N 46-ს.

დაზიანება აღდგენილია, წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება 23/01-ის 10:00-მდე.

ჩუღურეთის რაიონში – კაპანაძის ქუჩის N4-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 22/0115:30-დან 23/01 00:30-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: მიჩურინის, კიკვიძის, პალიასტომის, ფარავნის, ნორიოს აღმართის N1-31( კენტებს) N2-50( ლუწებს), კაპანაძე, მამარდაშვილი, ართვინი, საქარა, ჩეჩელაშვილის მე-3 და მე-4 შესახვევს.

სამგორის რაიონში – სოფ.წინუბანი, მერი მდივნის ქუჩის N33-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:15-დან 12:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: სოფელ წინუბანს მთლიანად.

მთაწმინდის რაიონში – ლადო ასათიანის ქუჩის N17-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:00-დან 13:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ლადო ასათიანის ქუჩის N 1-19, N 2-26, იერუსალიმის ქუჩას და მოედანს.

ნაძალადევის რაიონში – წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ ზესტაფონის ქუჩის N 18 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 23/01-ის 04:00-ზე. წყალმომარაეგბა შეწყვეტილი აქვს: ზესტაფონის ქუჩის N 18-ს.

წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 16:00-მდე.

საბურთალოს რაიონში – სოფ.დიღომი, მაქს ტილკეს 1 ჩიხის N 13 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:45-დან 15:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: სოფელ დიღომში- რაინეგესის N 63-136, მონპერის, მაქს ტილკეს, შმერლინგი, კრისტიან სტივენი, ბარონ დებაი, ჰუგო ჰუბერტი, შერმადინი, ბერტაფონ ზუტნერი, ჰენრი პრინერსკის, კლაპორთის, არქანჯერო ლამბერტი, ხატაეთი, ტიმოთი ბელოის, მარკო პოლოს და კრისტოფორე კასტელის ქუჩებს.

გლდანის რაიონში – ლიბანის ქუჩის N 5 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:15-დან 16:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ავჭალაში- ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის,ანდრონიკაშვილის 1 შესახვევი, ლიბანის, ბარალეთის, ფოცხიშვილის, მიხაკო წერეთელის და რიონის ქუჩებს.

კრწანისის რაიონში – სოფ.ფონიჭალა, ერეკლეს ქუჩის N 14 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:15-დან 16:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ.ფონიჭალაში- აფხაზეთის, ილორის, გაგრის, რაფავას, ერეკლეს, სოხუმის და თამარ მეფის ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში – ოსეთის ქუჩის N 81 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:00-დან 16:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ოსეთის N 24-N 50(ლუწებს), N 31-81(კენტებს) ცხინვალის, ოსეთის მე-2 შეს. ,დავითაშვილის ქუჩას.

ისნის რაიონში – წულუკიძის მე-4 შეს. N 7 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 22/01 12:45-დან 23/01 00:30-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; შანდორ პეტეფის N 1-21, წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევს.( იგივეა რა მიტროფონე ლაღიძის მე-3 მე-4 შესახვევს).

აღნიშნულ გამორთვას დაემატა; ვაზისუბნის დასახლებას მთლიანად, თამარ ღვალაძის, თეოფანე დავითაიას, დავით კვაჭანტირაძის და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩებს, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირს, შანდორ პეტეფის 1 კორპუსი.

წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 23/01-ის 12:00-მდე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×