რეზონანსი
26.01.2024

ის, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თვე, 15 დეკემბერი იყო მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია გაგრძელდეს მაღალი ტემპით რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი ისეთი პროექტებისადმი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი, ისტორიული. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×