რეზონანსი
26.01.2024

როდესაც ოპოზიციას რესურსი არ გააჩნია, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს, ამ შემთხვევაში დესტრუქციული პროცესების განვითარება მთავარი სამოქმედო გეგმა იქნება. ეს არავის დაუმალავს, მათ შორის არც ოპოზიციის მხრიდანაც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში" განაცხადა.

„ის მიტინგები გავიხსენოთ, სადაც მთავრობის გადაგდებას, ტექნიკური მთავრობის შექმნასა და უამრავ სხვა ისეთ თემებს მოითხოვდნენ და წარმოაჩენდნენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის არა თუ ნდობა დაკარგეს, არამედ ნეგატიური რენომე შეიძინეს ისეთი, რომელსაც ვერანაირად ჩამოირეცხავენ ისევე, როგორც წარსულის ცოდვებს.

არავის გაგიკვირდეთ, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც აჩვენა, რომ ეკონომიკის ზრდაც შესაძლებელი ყოფილა და უშველებელი სოციალური პაკეტის შექმნაც შესაძლებელი ყოფილა. აქედან გამომდინარე ლოგიკური დასკვნა ერთია - რომ ოპოზიცია გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ახლახან ვიხილეთ", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×