რეზონანსი
28.01.2024

 ემუქრება თუ არა თბილისის მეტროს პარალიზება? - ცნობილი ხდება ტრანსპორტის სააგენტოდან შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილი წერილის შინაარსი. უწყება მატარებლების გადაადგილებისთვის აუცილებელი 200 ათასი ლარის ღირებულების მოდულების სასწრაფოდ შეძენას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტროს მოძრაობა შეიძლება გაჩერდეს. ეს საფრთხე, პირველ რიგში, დელისი - უნივერსიტეტის მონაკვეთს ემუქრება.

სააგენტო პირდაპირ წერს, რომ მოდულების მარაგი ამოწურულია და თუ რეზერვი დროულად არ შეივსება, თბილისის მეტრო გაჩერდება.

მოდულების ამოწურვის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წლიდან ჰქონდა, თუმცა წლების განმავლობაშ არაფერი შეცვლილა.

მეტროს მატარებლების მუშაობა არის საფრთხის ქვეშ და ეს განპირობებულია იმით, რომ სისტემურიპრობლემა აქვთ სატრანსპორტო კომპანიაში ანუ ვერ უზრუნველყვეს მარაგების დროული დაგროვება. იმ დონემე მიიტვანეს სიტუაცია, რომ საფრთხე შეექმნა უკვე მატარებლის მოძრაობას. ანუ ამ ადამიანებმა ვერ გათვალეს ის, რომ აღნიშნული ნაწილი შესაძლებელია გამოვიდეს მწყობრიდან, რომლის შეძენა შემდეგ გახდება სავალდებულო, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე.

თბილისის საკრებულოს წევრი პარტიიდან "ხალხისთვის" ნინო წულაძე ამბობს, რომ ცენტრალური ტრანსპორტის შეფერხება დედაქალაქში კიდევ უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევს.

ისედაც გაჩერებულ და აოხრებულ სატრანსპორტო მიმართულებით აოხრებულ ქალაქში მუნიციპალური ერთ-ერთი ცენტრალური ტრანსპორტის შეფერხება და შეფერხებით მუშაობა გამოიწვევს კიდევ უფრო ქაოტურ მდგომარეობას, რაც იქნება დამღუპველი დედაქალაქისთვის და ეს ხელისუფლება და კალაძის გუნდი არიან ხუთოსნები და წარჩინებული მოსწავლეები როგორ უნდა შეუქმნან საფრთხე მოქალაქეებს, როგორ უნდა შეაფერხონ მათი გადაადგილება, - ამბობს ნინო წულაძე.

ენმ-ს წევრს ვასილ ურუშაძეს მიაჩნია, რომ გამოსავალი ევროპულ სტანდარტზე გადასვლა და ისეთი ორანოს შექმნაა, რომელიც ტრანსპორტის სააგენტოს მონტორინგს გაუწევს.

ეს არის სისტემური ხარვეზი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ევროპულ სტანდარტზე, სააც უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანო არის ცალკე მდგომი უწყება, რომელიც მუდმივად უწევს მონიტორინგს იმ ორგანიზაციას, რომელი ორგანიზაციაც უშუალოდ ახორციელებს ორგანიზებას მგზავრთა გადაყვანების. ეს არის აუცილებელი წინაპირობა, რომ ჩვენ გვქონდეს ევროპული სტანდარტი და ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მათ შორის, მეტროპოლიტენში იყოს დაცული, - ამბობს ვასილ ურუშაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×